უფასო მიწოდება 50₾ მეტ შენაძენზე
0 0,00 

BONTON-ის ფერადი და შემოქმედებითი სამყარო ბავშვებისთვის!

აღმოაჩინე პარიზული კონცეპტუალური მაღაზია პირველად საქართველოში. პოულობა ევროპული ბრენდების, განმავითარებელი სათამაშოების ყველაზე დიდი არჩევანი, უნიკალური საჩუქრები, ბავშვის მოვლის ნივთები, ოთახის დიზაინი და სხვადასხვა ნივთები, პატარების ლაღი და დაუვიწყარი ბავშვობისთვის.

ჩვენ ვქმნით ბავშვობას, რომელიც ერთი დიდი თამაშია!

BONTON-ის მიზანია იპოვოს ბალანსი ყოველდღიურ ურბანულ ცხოვრებასა და გართობას შორის. ჩვენი სათამაშოების ბრენდები ზედმიწევნით არის შერჩეული ბავშვების ხასიათის, თავისუფალი სტილის, შემოქმედებითი მიდგომების მიხედვით. BONTON-ის ბავშვები დამწყები ავატიურისტები არიან, უყვართ მეგობრებთან ერთად სირბილი, თამაში, გართობა და აღმოჩენების გაკეთება. ისინი ქმნიან ისტორიებს საკუთარი წარმოსახვით და ცნობისმოყვარე, მეოცნებე თვალებით უყურებენ სამყაროს. ჩვენთან აღმოაჩენ ბავშვების მოდას, აქსესუარებს, ექსკლუზიურ და უნიკალურ სათამაშოებს. ერთი სიტყვით ყველაფერს რაც ლაღი ბავშვობისთვის გჭირდება!

სად გვიპოვი?

BONTON-ის პირველი მაღაზია, თბილისში, ილია ჭავჭავაძის N50-ში გაიხსნა, რომელიც მომხმარებელს თამაშის სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს და მთელი მსოფლიოდან შერჩეულ უნიკალურ ბრენდებს წარმოადგენს.